ეთნოგრაფიული ტურები რაჭაში

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „ძირიანი“ გთავაზობთ ეთნოგრაფიულ ტურებს რაჭაში და  ქართული ხალხური  ფოლკლორის მასტერკლასებს.
მასტერკლასების მიზანია ქართული ფოლკლორის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, რაჭული ფოლკლორის ტრადიციების პოპულარიზაცია და კუთხურობის შენარჩუნება.

ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ულამაზესი კუთხე-რაჭა, სადაც პროფესიონალი ლოტბარებისა და ეთნოფორებისაგან  შეასწავლიან ან კუთხისთვის დამახასიათებელ სიმღერებს და მათ ისტორიას.

რაჭაში მოგზაურობის დროს,  უცხოელი და ქართველი სტუმრები შეისწავლიან როგორც რაჭულ სიმღერებს, ასევე საშუალება მიეცემათ გაეცნონ ადგილობრივ ბუნებას, ხურთმოძღვრებას, ეთნოგრაფიას და დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული კერძები.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ და შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა თავისუფალი დრო და კარგი განწყობა.


მასტერკლასები

12544720_561998547285277_1940106918_o 12562593_561998077285324_1137003347_o 12517028_561998393951959_846843033_o