ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „ძირიანი“ გთავაზობთ ეთნოგრაფიულ ტურებს რაჭაში და ქართული ხალხური ფოლკლორის მასტერკლასებს. მასტერკლასების მიზანია ქართული ფოლკლორის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, რაჭული ფოლკლორის ტრადიციების პოპულარიზაცია და კუთხურობის შენარჩუნება.
ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ულამაზესი კუთხე-რაჭა, სადაც პროფესიონალი ლოტბარებისა და ეთნოფორებისაგან შეასწავლიან ან კუთხისთვის დამახასიათებელ სიმღერებს და მათ ისტორიას.
რაჭაში მოგზაურობის დროს, უცხოელი და ქართველი სტუმრები შეისწავლიან როგორც რაჭულ სიმღერებს, ასევე საშუალება მიეცემათ გაეცნონ ადგილობრივ ბუნებას, ხურთმოძღვრებას, ეთნოგრაფიას და დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული კერძები.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაუვიწყარ და შთამბეჭდავ ტურს, ხოლო თქვენი მხრიდან საჭიროა თავისუფალი დრო და კარგი განწყობა.