ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული ჯგუფი “ძირიანი” შეიქმნა 2011 წელს და შედგება 15 წევრისგან. ჯგუფი ერთადერთია, რომელიც წარმოშობით რაჭველები ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ჯგუფის ძირითად საქმიანობას და მიმართულებას წარმოადგენს მივიწყებული რაჭული ფოლკლორის აღდგენა და პოპულარიზაცია იმ საშემსრულებლო მანერითა და ტრადიციით, როგორც ყოფაში სრულდებოდა. „ძირიანის“ რეპერტუარი ეფუძნება როგორც ძველ საარქივო ჩანაწერებს, ასევე ხელმძღვანელის მიერ ფოლკლორისტულ ექსპედიციებში მოპოვებულ ახალ მასალებს. ჯგუფი ძველ, მივიწყებულ რაჭულ სიმღერებსა და ცეკვებს რაჭული ყოფისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჭიანურით, სტვირით, დაირისა და გარმონის თანხლებით ასრულებს.